spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლანდსბერგისი – ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ომის მიმდინარეობისთვის

მიმდინარე წელი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში დიდი ალბათობით, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ გახდება დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის დახმარების მოცულობის შესაძლო შემცირების ფონზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნებისა და მოკავშირეების მხრიდან უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერის სტაგნაციამ შეიძლება განსაზღვროს შედეგი ოპერაციების თეატრში.

 

“არც ერთი ექსპერტი არ აღიარებს, ჩვენ კი ლიეტუვაში ვამბობთ, რომ 2024 წელი შეიძლება იყოს და იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უკრაინის ომისთვის“, – განუცხადა ლანდსბერგისმა ლიეტუველ ჟურნალისტებს.

 

მისი თქმით, “თუ დადასტურდება ვარაუდები, რომ უკრაინა დასავლეთის მხრიდან მზარდ მხარდაჭერას მიიღებს, მაშინ მისი პოზიცია ომში გაძლიერდება, მაგრამ უფრო რთული სცენარებიც არის პროგნოზირებული“.

 

ლანდსბერგისი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას და სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსი დანილოვს შეხვდება.

 

“ეს (შეხვედრა) იქნება იმ შესაძლო სცენარებზე მიმდინარე წელს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი საშინელი სცენარი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები