spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლანდსბერგისი – უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად, გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება

ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“იმისთვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან, ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ ამ კონსენსუსის მიღწევა ძნელი იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგშია საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები