ვიმედოვნებ, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო, – ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც პარასკევს იქნება მიღებული. ვფიქრობ, ამის შემდეგ აღმოსავლური პარტნიორობა სულ სხვაგვარი იქნება. რა მხრივ სხვაგვარი, ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა.
ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრმა.