spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ჩვენ ვხედავთ ვისზე დგას “ქართული ოცნება”, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ტვინი დაბნელებული აქვთ

ჩვენ ვხედავთ, ვისზე დგას “ქართული ოცნება”. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ტვინი დაბნელებული აქვთ და აი, ამ ადამიანებზე მუშაობენ,  – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

 

“ქართულ ოპოზიციას სჭირდება მეტად გამოცოცხლება, მეტი პროფილის ჩვენება, ერთიანი ფასეულობების ჩვენება, თუ რისთვის იბრძვის ეს გაყოფილი ოპოზიცია. განსაკუთრებით იმ ადამიანების სიმპათია უნდა დავიმსახუროთ, რომლებსაც გადაწყვეტილი არ აქვთ ვის აძლევენ ხმას. მათ უნდა ავუხსნათ, რა საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესმის ის დიდი საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ კი დარჩება “ოცნება” ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ზურგის ქცევის პროცესს დასავლეთის ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან საშიშია. 

 

ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, ვისზე დგას “ქართული ოცნება”. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ტვინი დაბნელებული აქვთ და აი, ამ ადამიანებზე მუშაობენ, იმიტომ, რომ გაუთავებლად ჰყვებიან რაღაც ახალ-ახალ შეთქმულების თეორიებს, უნდათ ეს ადამიანები ამ შეთქმულების თეორიაში ჩაითრიონ და გაუთავებლად შიშების დათესვა უნდათ. 

 

ფაქტობრივად, “ქართულ ოცნებას” საზოგადოებისათვის შესათავაზებელი აღარაფერი აღარ აქვს. წინათ იტყუებოდნენ – მილიონებს დავარიგებთო და ზღაპრებს ჰყვებოდნენ, ახლა ამასაც კი აღარ გვეუბნებიან”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები