spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ჩვენი წინადადებაა, შეღებოთ თეთრი ნაჭერი და ფანჯრიდან, როგორც დროშა, ისე გადმოკიდოთ

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ გადაიქცა თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი და ჩვენი წინადადებაა, რომ შეღებოთ ეს თეთრი ნაჭერი და ფანჯრიდან, როგორც დროშა, ისე გადმოკიდოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ გიორგი ვაშაძესთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მთელ ქალაქში და შემდეგ მთელ ქვეყანაში ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველო.

“გვაქვს წინადადება ქართველი საზოგადოებისადმი, ეს წინადადება არის შემდეგი, რომელიც ყველას შეუძლია სახლში გააკეთოს, ძალიან ადვილია. ჩვენ გვინდა, მთელ ქალაქში და შემდეგ მთელ ქვეყანაში ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ გადაიქცა თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი და ჩვენი წინადადებაა, რომ შეღებოთ ეს თეთრი ნაჭერი და ფანჯრიდან, როგორც დროშა, ისე გადმოკიდოთ. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრნი და ეს საკითხი გვაწუხებს. ხალხი დაინახავს, რომ მთელი ქვეყანა ეწინააღმდეგება ამ არჩევნებს“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, კამპანია აკაკი ბაქრაძის სახლიდან დაიწყება.

“ხშირად ვსვამთ კითხვას, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, გარდა ქუჩის აქციებისა, წინააღმდეგობისა და იმ მექანიზმებისა, რასაც ვიყენებთ. დღეს გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ყველა ჩავერთოთ ჩვენი სახლიდან ამ პროტესტში. აკაკი ბაქრაძის სახლიდან დაიწყება ეს კამპანია და ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ. გაჩვენებთ, როგორ უნდა შეღებოთ ძალიან მარტივად ზეწრები. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ევროპაში გაწევრიანებას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები