spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას

მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები. მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ევროპის ლიდერებს მიაწვდის მისთვის არსებულ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით.

“მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები. რასაკვირველია, მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, მათ შორის, არიან უკვე ცნობილი კრიტიკოსები, რომელიც არ უყვარს „ქართულ ოცნებას“, მაგალითად, მიხაილ როთი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი სხვა, სულ 12 ადამიანი ჩამოდის. მათთან რასაკვირველია, დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს ეწვევიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები