შოლცმა, მაკრონმა და ტუსკმა მოითხოვეს ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, თუ, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც დინჯი, წყნარი, დემოკრატიული ევროპელებისთვის არის დამახასიათებელი, მათ სჭირდებათ უფრო მეტი საფუძველი, რომ არალეგიტიმურად გამოცხადდეს ეს არჩევნები.
“შოლცმა, მაკრონმა და ტუსკმა მოითხოვეს ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, თუ, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები. ევროპელი ლიდერებისთვის უკვე ცხადია ის, რომ საქართველოში არავითარი თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა და ეს არჩევნები არის სერიოზულად გაყალბებული, მაგრამ, რასაკვირველია, როგორც დინჯი, წყნარი, დემოკრატიული ევროპელებისთვის არის დამახასიათებელი, მათ სჭირდებათ უფრო მეტი საფუძველი, რომ არალეგიტიმურად გამოცხადდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები მოითხოვენ არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიებას საქართველოში.