spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ოპოზიციურ სპექტრს არასდროს არ უთქვამს, ვინმეზე შურისძიება უნდა, ისინი კი გაუთავებლად ამბობენ, რომ ვიღაცებს აკრძალავენ, დასჯიან

“ოცნების” ელექტორატი, ფაქტობრივად, გახდა იგივე ხალხი, რომელიც არის “ალტ-ინფოელი”, “პატრიოტთა ალიანსელი”, სრულიად რადიკალიზირებული ჯგუფები, რომლებსაც შურისძიება უნდათ, სისხლი სწყურიათ , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” მხარდამჭერები ფსევდოპატრიოტები და ფსევდორელიგიური ნაწილია.

“ოცნების” ელექტორატი, ფაქტობრივად, გახდა იგივე ხალხი, რომელიც არის “ალტ-ინფოელი”, “პატრიოტთა ალიანსელი”, სრულიად რადიკალიზირებული ჯგუფები, რომლებსაც შურისძიება უნდათ, სისხლი სწყურიათ და ასე შემდეგ.

მთელ ამ ოპოზიციურ სპექტრს არასდროს არ უთქვამს, რომ ვინმეზე შურისძიება უნდა, ფაქტობრივად, აქეთ მხარეს ასეთი საუბარი არ მიმდინარეობს, ისინი კი გაუთავებლად ამბობენ, რომ ვიღაცებს აკრძალავენ, დასჯიან, ტერორს დაიწყებენ და ასე შემდეგ. სეგმენტი, რომელსაც ემსახურება, არის ეს რადიკალური ჯგუფები, ფსევდორელიგიური და ფსევდოპატრიოტული ჯგუფები – ამ სეგმენტს ემსახურება “ქართული ოცნება” და ეს სეგმენტი მართლა ძალიან პატარაა”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები