spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ორბანი ისეთივე პუტინის კაცია, როგორიც ჩვენი ხელისუფლებაა და ეს პუტინისტები იკრიბებიან

ვიქტორ ორბანის ჩამოსვლა გზავნილია “ოცნებისთვის”, რომ თითქოს ევროპაშიც არის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, მაგრამ ორბანი ისეთივე პუტინის კაცია, როგორიც ჩვენი ხელისუფლებაა და ეს პუტინისტები იკრიბებიან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას ახალი არჩევნები სჭირდება.

“ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ. ცესკოს გამოცხადებული პროცენტები არ არის ხალხის ხმა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი არჩევნები, რომელზეც ნამდვილი ხალხის ნება იქნება გამოხატული, სხვანაირად შეუძლებელია პრობლემების გადაჭრა.

რაც შეეხება ორბანის ჩამოსვლას, ვიქტორ ორბანის ჩამოსვლა გზავნილია “ოცნებისთვის”, რომ თითქოს ევროპაშიც არის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უყურებს ორბანს ევროპა და როგორ პრობლემას წარმოადგენს ევროპისათვის ორბანი. ის ისეთივე პუტინის კაცია, როგორიც ჩვენი ხელისუფლებაა და ეს პუტინისტები იკრიბებიან ახლა”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები