ცდილობს, შეასრულოს რუსეთის დავალება, რომლის მიზანიც არის, რომ დაირღვეს საერთაშორისო ფრონტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოდიშის მოხდის მიზანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებად აღიარებაა.
“ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” ბოდიშის მოხდის ამ მუდმივი გამეორებით ცდილობს, შეასრულოს რუსეთის დავალება რომლის მიზანიც არის, რომ დაირღვეს საერთაშორისო ფრონტი ამ ვითომ რესპუბლიკების არ აღიარების, როგორიცაა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ცდილობს, მოსკოვის ეს დავალება მაინც შეასრულოს, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არიან”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.