spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – უკვე დიდი ხანია, მოველი, რომ თანამდებობიდან გამიშვებდნენ

გასაოცარი არის არა ის, რომ მომხსნეს, არამედ ის, რომ აქამდე არ მოვუხსნივარ. უკვე დიდი ხანია, მოველი, რომ თანამდებობიდან გამიშვებდნენ, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ  ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

“გასაოცარი არის არა ის, რომ მომხსნეს, არამედ ის, რომ აქამდე არ მოვუხსნივარ. უკვე დიდი ხანია, მოველი, რომ თანამდებობიდან გამიშვებდნენ. ასე რომ, ჩემთვის, ამაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც წინა კვირის ბოლოს ახსნა-განმარტებისთვის დამიბარეს კულტურის სამინისტროში და რასაკვირველია, ველოდი ამას”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის გამო მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები