როდესაც ევროპაზე და დასავლეთზე ვსაუბრობთ, უნივერსიტეტები არიან ავტონომიური ორგანიზმები, ინსტიტუციები, რომელშიც სრულიად წარმოუდგენელია, რომ უეცრად პოლიცია განლაგდეს და დამატებით დემონსტრანტები გაყაროს, რომლებიც უნივერსიტეტთან არიან დაბანაკებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის პროფესორებმა მეტად უნდა ამოიღონ ხმა, არ არის საკმარისი, რომ თითზე ჩამოსათვლელი პროფესორები საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე.
“როდესაც ევროპაზე და დასავლეთზე ვსაუბრობთ, უნივერსიტეტები არიან ავტონომიური ორგანიზმები, ინსტიტუციები, რომელშიც სრულიად წარმოუდგენელია, რომ უეცრად პოლიცია განლაგდეს და დამატებით დემონსტრანტები გაყაროს, რომლებიც უნივერსიტეტთან არიან დაბანაკებული. ეს კარგად გვაჩვენებს იმას, თუ, რამდენი დეფიციტი გვაქვს დემოკრატიის, რადგან ვფიქრობ, რომ პროფესორ-მასწავლებლების დიდ ნაწილს ეს არ ესმით, ისინი არიან დამორჩილებული, რადგან სამწუხაროდ, “ქართული ოცნების“ პერიოდში დაიმორჩილეს ძალიან ბევრი ადამიანი და არიან ამ სისტემის ერთგული, არ აპროტესტებენ ამ ყველაფერს. დღეს ძალიან ბევრი ხალხი იყო უნივერსიტეტის წინ, მეც ვიყავი, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესორებმა მეტად უნდა ამოიღონ ხმა, არ არის საკმარისი, რომ თითზე ჩამოსათვლელი პროფესორები საუბრობენ ამაზე და სტუდენტებმაც უნდა გაიგონ, რომ თუ მათ უნდათ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ, თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლონ, არ შეიძლება, რომ არ შეიმჩნიო ეს ყველაფერი და ჩვეულებრივად იარო ლექციებზე“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.