spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 

 

90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები