spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ავრცელებს.

 

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ და სეუ დეველოპმენტი-ს ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურს! სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ლაშა ბექაური ხელისუფლებისგან მილიონ ლარსაც მიიღებს. 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დღეს მოიპოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები