spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბუღაძე – ხვალ, 22:00 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის

ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განაცხადა.

 

“დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის.

 

რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით, მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 22:00 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის”, – განაცხადა ბუღაძემ. 

 

ევროპის მოედანზე მოქალაქეები რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები