spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ჩხარტიშვილი – ჩვენზეა დამოკიდებული, შევარჩენთ? კიდევ მოგვკლავენ, კიდევ მოიპარავენ

ღირსების ელემენტი რომ ჰქონდეს,  მერი თვითონ გადადგებოდა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფციული მმართველობაა.  

 

“ღირსების ელემენტი რომ ჰქონდეს, მერი თვითონ გადადგებოდა, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, შევარჩენთ? კიდევ მოგვკლავენ, კიდევ მოიპარავენ, კორუფცია არის დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, ამის შედეგები ზოგჯერ ასეთი მყისიერია“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.  

 

თბილისში, ვაკის პარკში ახლადგახსნილ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. 2 მოზარდი კლინიკაში იმყოფება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები