spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ჩხიკვაძე – სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რაც თქვა, ეს ჩემთვის ბევრი რამის დადასტურებაა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, მისთვის ბევრი რამის დადასტურებაა.

 

ლაშა ჩხიკვაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმებოდნენ.

 

“ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადება არ გამომივიდეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რაც თქვა, ეს ჩემთვის ბევრი რამის დადასტურებაა. დანარჩენი გემოვნების საკითხია, ვინ როგორ შეაფასებს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. საქმეზე მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მე არ მქონდა, თუმცა ბევრმა, ვისაც კითხვები ჰქონდა, ალბათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღო შეკითხვებზე“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

 

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები