თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო მურადაშვილთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მუნიციპალიტეტში მომუშავე ა(ა)იპ თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“დიდი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებულია თქვენი წვლილი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებას. განსაკუთრებით ვულოცავ იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ და სუთფა გარემოზე. მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოელ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. მნიშვნელოვანია ყოველთვის გრძნობდნენ ყურადღებასა და მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს და ღონისძიების ორგანიზატორებს სადღესასწაული განწყობის შექმნისა და სიმბოლური საჩუქრებისთვის.