spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ხუციშვილი – ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს. 

 

“სავიზო რეჟიმი ერთ-ერთი ამის საშუალებაა, ხომ, კონტროლის საშუალებაა – ვთქვათ, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, საფრთხეებს ვინ შეიცავს ან ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ.

 

თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლს მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე, შეიძლება იყოს საუბარი”, – განაცხადა ხუციშვილმა.

 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები