ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდი, ჩვენი მნიშვნელოვანი დარგების თანასწორი განვითარება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეფორმები და ევროპული კეთილდღეობა უნდა გაგრძელდეს.
“ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს. ჩვენ გვინდა ევროპული კეთილდღეობა, ევროპული განვითარება, 14 მილიარდიანი შესაძლებლობა, რომელიც აბსოლუტურად ყველა დარგისთვის გაჩნდება და ამის მიღწევა შესაძლებელია 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდი, ჩვენი მნიშვნელოვანი დარგების თანასწორი განვითარება, მათ შორის ამ ქვეყანაში კომუნალური ტარიფები უნდა განახევრდეს, ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს, ადამიანები ფიზიკურად გადასახადებს ვეღარ იხდიან.
ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი ზუგდიდში მოხდა და ეს აღარ უნდა განმეორდეს, ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს და ამ ქვეყანაში რეფორმები, ევროპული კეთილდღეობა უნდა გაგრძელდეს და ევროპული კეთილდღეობა ყველასთან უნდა მივიდეს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.