spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების კაპიტალს დასავლეთის ქვეყნებში დაედება შეზღუდვა

უკრაინის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტს ექნება გაზიარება საერთაშორისო სასანქციო ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების კაპიტალს დასავლეთის ქვეყნებში დაედება შეზღუდვა, – ამის შესახებ “ანტიკორუფციულ მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

“უკრაინის უშიშროების საბჭომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები 256-კაციან სასანქციო სიაში შეიყვანა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა.

 

ახალ სასანქციო პაკეტით უკრაინა აკრძალვებს ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილს და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს უწესებს.

 

ჩვენმა მოძრაობამ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის საქართველოში შემოტანის არაერთი ფაქტი და ინციდენტი დააფიქსირა, მათ შორის მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც შექმნა შემოსავლების სამსახურმა.

 

ამ დოკუმენტით დადასტურდა, რომ დავით იაკობაშვილის კომპანია “პეტროსაკი’’ და მისი ჰოლდინგი მთავარი გადამზიდი და მიმღებია – რუსული სანქცირებული პროდუქციის, ხოლო იაკობაშვილის არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ფინანსთა სამინისტროს მწვანე შუქი აქვს ანთებული, რითაც საქართველო გამოყენებულია შავხვრელად და გასარების ბაზრად. 

 

ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ უჩა მამაცაშვილი 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს, რომელიც დადასტურდა მატერიალური მტკიცებულების სახით ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესების დროს.

 

სწორედ ამ პერიოდში, დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკასმა მოიპოვა საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებზე სომხეთის მიმართულებით მონოპოლისტური მდგომარეობა, რითაც უზრუნველყო რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტის პროდუქციის მონოპოლია სომხეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე.  ამაში სავარაუდოდ, მონაწილეობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე უჩა მამაცაშვილი, რომელიც ზემოთხსენებულ პროცესს, მის დაქვემდებარებულ საქართველოს რკინიგზაში განსაზღვრავდა გადაზიდვების პოლიტიკას.

 

უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში, რუსული ხომალდის ეკიპაჟს წარმოადგენენ უჩა მამაცაშვილი და დავით იაკობაშვილი, ისინი ბარბაროსული ომის დროს, დადგნენ ტერორისტული სახელმწიფოს მხარეს, ტერორისტი პუტინის მხარეს.

 

უკრაინის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტს ექნება გაზიარება საერთაშორისო სასანქციო ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების კაპიტალს დასავლეთის ქვეყნებში დაედება შეზღუდვა, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და პოზიტიურ როლს შეასრულებს დეოლიგარქიზაციის პოლიტიკური პროცესში”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები