spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – ერთადერთი, რაც ახლა ხდება, არის მოტყუება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, თითქოს რაღაც რეფორმებს ატარებენ

ივანიშვილის პარტია არის კორუფციის წყარო, მისმა მმართველობამ მოიტანა ყველა დონის კორუფცია და ეს საკანონმდებლო ცვლილება არსს არ შეცვლის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლას “ქართული ოცნება” არ აპირებს და ამით დასავლელ პარტნიორებს ატყუებს.

 

“ივანიშვილის პარტია არის კორუფციის წყარო, მისმა მმართველობამ მოიტანა ყველა დონის კორუფცია და ეს საკანონმდებლო ცვლილება არსს არ შეცვლის არც ხელისუფლების, არც მათი მიდგომის. ერთადერთი, რაც ახლა ხდება, არის მოტყუება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, თითქოს რაღაც რეფორმებს ატარებენ. 

 

ჯგუფებს აქვს პრეფერენციები, რომელსაც გადანაწილებული აქვს მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ცხადია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის სასაცილო მათი მხრიდან”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები