spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – ერთი წლით ადრე არსებობდა სქემა, როგორ აპირებდნენ რუსულ სპეცოპერაციას და არჩევნების გაყალბებას

ერთი წლით ადრე არსებობდა სქემა, რა სქემითაც აპირებდნენ არჩევნების ჩატარებას, როგორ აპირებდნენ რუსულ სპეცოპერაციას და არჩევნების გაყალბებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჰქონდა კანდიდატის სტატუსი და იყო პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე.

“დღეს ორშაბათია, წინ რთული ბრძოლის გავლა მოგვიწევს ყველას ერთად, ვინაიდან, ეს არჩევნები იყო ნამდვილი სპეცოპერაცია, ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო კენჭისყრა, არ იყო ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით. ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და გვქონდა პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, თუმცა, არც ერთი კომპონენტი არ დააკმაყოფილა. ერთი წლის წინ, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი ტექნოლოგია, ვერიფიკაციის აპარატი შემოიტანა, ვინაიდან, ხმის დათვლის ეს სისტემა მანამდე არსებობდა, ამიტომ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს აპარატურა კარგად იქნებოდა გამოყენებული, რადგან ასრულებდა მხოლოდ ბიულეტენების დათვლის ფუნქციას და უცებ გაჩნდა ვერიფიკაციის აპარატი, მანამდე სამაგიდე სიებით ხდებოდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის გავლა. ამ აპარატთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შეკითხვები, თუმცა, ეს შეკითხვები არ დაისვა და რატომ არ დაისვა ეგ ცალკე საკითხია, ფარულად შეირჩა აუდიტორიული კომპანია, რომელსაც უნდა გამოევლინა ხარვეზები. ერთი წლით ადრე არსებობდა სქემა, რა სქემითაც აპირებდნენ არჩევნების ჩატარებას, როგორ აპირებდნენ რუსულ სპეცოპერაციას და არჩევნების გაყალბებას“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები