ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი არის დასავლეთი. ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანი არის დასავლეთთან ინტეგრაცია, თუმცა ივანიშვილი არის ამის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკით დასავლეთი შეშფოთებულია.
“მეგობრები არიან შეშფოთებულები იმით, რომ ივანიშვილის პარტია უარს ამბობს დასავლეთზე, ნატოზე, ევროკავშირზე, თუმცა, ცხადია, ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი არის დასავლეთი. ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანი არის დასავლეთთან ინტეგრაცია.
ევროკავშირის წევრობა არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც არის ღია, თუმცა ივანიშვილი არის ამის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.