განცხადება შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩახსნან ჩვენი პარტიული სია. ჩვენ რუსულ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი გუნდი ამ პროცესს არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას.
“სტრასბურგში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ჩვენ ვხსნით პარტიულ სიას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობითი განცხადება შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნან ჩვენი პარტიული სია. ჩვენ რუსულ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, ჩვენ ამ პროცესს არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყონ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
სიების ჩახსნის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” და კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” უკვე ოფიციალურად მიმართეს.