spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – ნებისმიერ წერტილში ჩავალთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე

ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის პრობლემა, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია და ის რუსული დღის წესრიგი, რომელსაც მისი პარტია და ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც იქცევიან ველურად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

“კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მთელ საზოგადოებას, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისგან ქმნის ველურ წესრიგს და არა დემოკრატიულ წესრიგს. ეს არის რეალურად ის გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც გვთავაზობდა. ამ სულისკვეთებას ატარებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვებით, ჯოხებით და კვერცხებით დაგვხვდნენ, რომ დაიცვან ბიძინა ივანიშვილი ჩვენგან, ვისაც გვინდა ევროპული საქართველო. დღეს თუ ვინმე არღვევს კონსტიტუციას, არღვევს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი და არის ავტორიტარი. ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის პრობლემა, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია და ის რუსული დღის წესრიგი, რომელსაც მისი პარტია და ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც იქცევიან ველურად. ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, ევროპული კეთილდღეობა და ამისთვის ნებისმიერ წერტილში ჩავალთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს და ეს კიდევ ერთხელ დაინახა მთელმა საზოგადოებამ”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

ჭორვილასთან დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოფელში არ შეუშვეს, მათი თქმით, მსვლელობის მიზანი ოლიგარქის სახლამდე მისვლა და არაფორმალური მმართველობის გაპროტესტება იყო, ადგილზე მობილიზებულები ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კი საქართველოს დროშა წაართვეს, ტარი მოაგლიჯეს და აქციის მონაწილეების მისამართით ისროლეს.

 

იქამდე კი ჟურნალისტებს ჭორვილას გზა პოლიციამ ჩაუკეტა და სოფელში არ შეუშვა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები