ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს 700 000 ლარი დახარჯა, რომ შეეძინა ავტომობილები თანამდებობის პირებისთვის. ბათუმის საკრებულოში კი “ქართული ოცნების” დეპუტატმა თქვა – ჩვენ ორი დღისთვის ხომ ვერ ვიყიდით ამხელა მძიმე ტექნიკასო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიების დროს უნდა იყოს კოორდინაცია და გაფრთხილება.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს 700 000 ლარი დახარჯა, რომ შეეძინა ავტომობილები თანამდებობის პირებისთვის. ბათუმის საკრებულოში კი “ქართული ოცნების” დეპუტატმა თქვა – ჩვენ ორი დღისთვის ხომ ვერ ვიყიდით ამხელა მძიმე ტექნიკასო.
საერთოდ არ არის საჭირო მძიმე ტექნიკის შეძენა, ასეთი ტექნიკა კერძო კომპანიებს ჰყავთ და უბრალოდ სჭირდებათ კოორდინაცია, გაფრთხილება.
ჩვენ რომ სტრატეგიული გზების გადაკეტვაზე გვიჭერენ, ვხედავთ, რომ დიდთოვლობის გამო გადაიკეტა ეს სტრატეგიული გზები და რა გააკეთა ხელისუფლებამ?! როდესაც ჩვენ ევროპულ მომავალს ვითხოვთ, ამაზე ჯარიმებს გვიგზავნიან”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.