spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – “ქართული ოცნება” არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ

“ქართული ოცნება” არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. მას ემუქრება საერთაშორისო სანქციები. ცხადია ხელისუფლება, რომელიც ჩართულია ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულში და თავად ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულს, ის ვერ შექმნის ვერც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვერც ღირსეული ცხოვრების პირობებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

“ქართული ოცნება” არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. მას ემუქრება საერთაშორისო სანქციები. ცხადია ხელისუფლება, რომელიც ჩართულია ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულში და თავად ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულს, ის ვერ შექმნის ვერც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვერც ღირსეული ცხოვრების პირობებს და ცხადია, ვერ დააბრუნებს ჩვენს ემიგრაციას, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს და სამწუხაროა ის, რომ ამ ორგანიზებულ დანაშაულში, ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულში, მათ შორის მხილებულია სამართალდამცავი უწყებები, მთელი მართლმსაჯულების სისტემა არის გამოყენებული ივანიშვილის ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მომენტი დადგა – ყველა არის სანქციების პირისპირ, რომლებიც არიან შავი ფულის მოხვეჭაში მხილებულები და ამ შავ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვან ევროპული პერსპექტივა და ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ კრიმინალური ხელისუფლება”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები