spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლაშა ფარულავა – რაც სტრასბურგში მოხდება, პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იქნება “ქართული ოცნება”

სტრასბურგში არის დებატები, რომელიც უკავშირდება “ქართული ოცნების” ქმედებებს თუ უმოქმედობას. რაც სტრასბურგში მოხდება, პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იქნება “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა საქართველოში არსებულ ვითარებას ხედავს.

“დღეს სტრასბურგში არის დებატები, რომელიც უკავშირდება “ქართული ოცნების” ქმედებებს თუ უმოქმედობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ვხედავთ, რომ არა თუ არავინაა დასჯილი ადამიანის უფლებების დარღვევაზე, არამედ ღირსების მედლები გადასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ძალადობდა და რეპრესიებს უწყობდა საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ, რაც სტრასბურგში მოხდება, პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იქნება “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ ევროპა ყველაფერს ხედავს. ამ პირობებში ერთადერთი გამოსავალია ერთიანობა, კოორდინაცია, რომელიც დაანონსდა. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოვუწოდებ, რომ პატერნალიზმის ნაჭუჭიდან გამოვიდეს ყველა და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩავერთოთ”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] დღეს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები