spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა გამოირჩეოდეს რეფორმებით, ეს სჭირდება საქართველოს მოქალაქეს

საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა გამოირჩეოდეს რეფორმებით, ეს სჭირდება საქართველოს მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დასავლეთი საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ეხმარება, რომელსაც “ქართული ოცნება”  ეწინააღმდეგება. 

 

“საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა გამოირჩეოდეს რეფორმებით, ეს სჭირდება საქართველოს მოქალაქეს, ვინაიდან პრობლემაა მაღალი ფასები და ინფლაცია, არ არის სამუშაო ადგილები, ჩვენს თანამოქალაქეებს არ აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები.

 

დასავლეთი სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჰყავს მოწინააღმდეგე “ქართული ოცნების” სახით, რომელიც არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს, ვინაიდან, მისი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები