spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 255 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 478-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. მანამდე ოქრო 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოიპოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები