spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ტყეშელაძე – ეს ადამიანები იმისთვის იყვნენ მოსულები, რომ ირაკლი ეძგვერაძისთვის მოეწყოთ პროვოკაცია

ეჭვი არის ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ მიკერძოებულები და იმისთვის იყვნენ მოსულები, რომ ირაკლი ეძგვერაძისთვის მოეწყოთ პროვოკაცია, – მის შესახებ ირაკლი ეძგვერაძის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეძგვერაძის ჩხრეკისას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ არის ამოღებული.

“თუ ეს ყველაფერი არ იყო მოწყობილი, თუ ეს ყველაფერი არ იყო პროვოკაცია ირაკლი ეძგვერაძის მიმართ, მაშინ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია თუ ასე 30 კაცთან ერთად გეგმავდა  რაიმე სპეცოპერაციას, შეაგროვა ამდენი ხალხი, დაგეგმა, რამდენიმე საათი და დღეები მუშაობდა, მაშინ, რატომ არ აღმოაჩნდათ ამ ადამიანებს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება. ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, ესენი არიან არაკვალიფიციურები, მეორე ეჭვი არის ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ მიკერძოებულები და იმისათვის იყვნენ მოსულები, რომ ირაკლი ეძგვერაძისთვის მოეწყოთ პროვოკაცია”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 4 სექტემბერს დააკავა. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ. დღევანდელი სასამართლო სხდომა ირაკლი ეძგვერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები