ხელისუფლებას ჩამოყალიბებული აქვს სხვადასხვა მეთოდები, როგორ იძალადოს თავისუფალ ადამიანებზე, ჯერ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც აკავებენ, შემდეგ, უსწორდებიან ფიზიკურად და 48 საათი ტოვებენ იზოლატორში, – ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 48 საათი 13 ადამიანი იზოლატორშია, ახლა კი მოსამართლეთა კლანი ეცდება ჯარიმით გაუსწორდეს მათ.
“ხელისუფლებას ჩამოყალიბებული აქვს სხვადასხვა მეთოდები, როგორ იძალადოს თავისუფალ ადამიანებზე, ჯერ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც აკავებენ, შემდეგ, უსწორდებიან ფიზიკურად და 48 საათი ტოვებენ იზოლატორში. დღესაც ასეთი პრაქტიკებია გამოყენებული, 48 საათი 13 ადამიანი იზოლატორშია, გადაიყვანენ ახლა სასამართლოში და სასამართლო დააჯარიმებს, ეს მოსამართლეთა კლანი ეცდება ჯარიმით გაუსწორდნენ მათ. ეს ყველაფერი არის ერთი, დიდი სისტემა და ეს სისტემა ძალიან მალე უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 13 პირი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.