spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლავროვი – აქციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ძალიან რბილია

საქართველოს კანონი “უცხოური აგენტების შესახებ” ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

“საქართველოში ყველა ამ აქციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ძალიან რბილია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არის კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით თუ ფულს იღებთ და ამაზე არ საუბრობთ და რამეს დააშავებთ ამ ფულით“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მისივე თქმით, ქართული კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს მიიღებს საზღვარგარეთიდან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები