spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს “საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფის კუთხით”.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს. ასეც თქვეს: “ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება”, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები იქ მაინც გარდაუვალია. ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები