spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლავროვი – ჩვენ უარს არ ვამბობთ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე.

 

ლავროვის თქმით, მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

 

“თათბირის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა უკრაინის “ისტორიაზე“ განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ლავროვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები