spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლავროვი – რაც ხდება საქართველოში, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის, რაც საქართველოში ხდება, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.

“რაც ხდება საქართველოში, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ერთი და იგივე ღირებულებები, რომელიც ჩამოირეცხება, წაიშლება და დაიმსხვრევა ე.წ. წესებით, რომლებსაც დასავლეთი ყველას უწესებს – პირველ რიგში ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ, მათ ასევე არ აკმაყოფილებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი დაწესება. ქართველი ხალხი ძალიან ზედმიწევნით იცავს თავის ისტორიას და სწორედ ამისთვის იღებს დასავლეთის ქვეყნებისგან ასეთ საყვედურებს.

ქართული მაგალითი ძალიან ნიშანდობლივია. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ეს ძაბრი, სადაც დასავლეთი მათ იწოვს, ეწინააღმდეგება მათ ფესვებს და წინაპრების ტრადიციებს, დასავლეთს სწორედ ამ ტრადიციების განადგურება, დავიწყება და ეგრეთ წოდებული არატრადიციული ღირებულებებით შეცვლა სურს, რისი დახმარებითაც მათ ჰეგემონიის შენარჩუნების იმედი აქვთ”, – განაცხადა ლავროვმა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები