spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლავროვი – რუსეთი არ მოითმენს არანაირ ულტიმატუმებს, მათ შორის უკრაინისგან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სიტყვებზე, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი სამხედროების განადგურება მოსკოვთან მოლაპარაკებებს დაასრულებს.

 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტლეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ მოითმენს არანაირ ულტიმატუმებს“, მათ შორის უკრაინის მხრიდან.

 

“რუსეთი არ მოითმენს არანაირ ულტიმატუმებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ესმის, რაზეა საუბარი“, –  განაცხადა ლავროვმა.

 

ასევე მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები “ნელა მიდის”. 

 

ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც იცავენ მარიუპოლს, მაშინ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები