14 მაისს აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გაათავისუფლეს.
“საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად, დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.
პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში…
კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ”, – განაცხადა გრიგორიადისმა იზოლატორის დატოვების შემდეგ.