spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. 

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

 

როგორც გრიგორიადისის უფლებადამცველი ლიკა ბითაძე აცხადებს, დაცვის მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი.

 

“დაცვის მხარე არის სრულ მზადყოფნაში. იქნება ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვები, ბოლოს კი ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, მაგრამ მიუხედავად დაცვის მხარის დიდი ძალისხმევისა, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ აქვს და არც ამ მთელი სასამართლოების პროცესებზე არ ჰქონია წარმოდგენილი, რომ მოცემული დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა.

 

დაცვის მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი. თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, დაცვის მხარე აუცილებლად მეორე დღესვე პრეზიდენტს მიმართავს შესაწყალებლად”, – განაცხადა გრიგორიადისის უფლებადამცველმა ლიკა ბითაძემ.

 

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა  2023 წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი“.

 

ასევე, 9 მარტს განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.  დანაშაულები სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები