spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო.

 

სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ცნობილი გახდა, რომ განაჩენი სექტემბრამდე არ გამოცხადდება.

 

გრიგორიადისის მამა დარწმუნებულია, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადებას განგებ აჭიანურებს, რათა მისი შვილი ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ.

 

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები