აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დიდი ალბათობით” მოსკოვში 9 მაისს ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ Le Point წერს.
გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია ტრამპის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ანონიმურმა წყაროებმა გაავრცელეს.
Le Point წერს, რომ ტრამპი და პუტინი “იზეიმებენ ერთობლივ გამარჯვებას” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ლიდერი 9 მაისს მოსკოვს ეწვევა. კერძოდ, ბილ კლინტონმა მიიღო ბორის ელცინის მიწვევა და მოსკოვს 1995 წლის 9 მაისს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ეწვია.