spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა

ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა, წარმოადგინა საკმაოდ კარგი ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს.

“ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა, წარმოადგინა საკმაოდ კარგი ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ.

აქ მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კი მუშაობას განაგრძობს ახლა იმ საზოგადოებასთან, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი. პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან მოსახლეობას”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმყოფებოდა. არსებობდა ვარაუდი, რომ ეს შეხვედრა ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული არ დადასტურდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები