ჩვენმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ კარგად იმუშავეს, და ის, რომ ამ რეჟიმის არაღიარება ნარჩუნდება, მათი დამსახურებაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ისეთი ფაზაში შედის, სადაც ქვეყნის პრობლემების მასშტაბი მცირდება იმ მოვლენების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება.
“რეჟიმი მუდმივად ცვლის თავის ტაქტიკას პროტესტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი პროტესტი კვლავ აქტიურია და რიტმი შენარჩუნებული აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, პროტესტს სჭირდება ტრანსფორმაცია და ახალი ტაქტიკა.
პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ, რადგან ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ამ შემთხვევაში, საზოგადოება თავის საქმეს აკეთებს.
წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია ჩვენმა საზოგადოებამ, უკვე 100 დღეა, ადამიანები ჯიუტად კეტავენ რუსთაველს, იღებენ ჯარიმებს, მაგრამ მაინც აგრძელებენ ბრძოლას.
ჩვენმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ კარგად იმუშავეს და ის, რომ ამ რეჟიმის არაღიარება ნარჩუნდება, მათი დამსახურებაა. თუმცა, ახლა საქართველო ისეთ ფაზაში შედის, სადაც ქვეყნის პრობლემების მასშტაბი მცირდება იმ მოვლენების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება.
ამიტომ, ნაკლებად უნდა ვეძებოთ საყრდენი გარე ფაქტორებში, პირიქით, ძალა ჩვენში უნდა ვიპოვოთ და სწორედ ამით შევცვალოთ რეჟიმი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.