spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ევროპის განცხადებები აბსოლუტურად ადეკვატური იყო, როგორც ჩანს, იწყება ქმედებები

ზელენსკი იყო წარმოუდგენლად კორექტული, მამაცი თავისი ქვეყნის ინტერესების და პოზიციების დაცვის საქმეში და მისი რეიტინგი ნამდვილად გაიზარდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა დღეს ვერცერთი ქვეყნის უსაფრთხოებას ვეღარ იცავს.

“ზელენსკი იყო წარმოუდგენლად კორექტული, მამაცი თავისი ქვეყნის ინტერესების და პოზიციების დაცვის საქმეში და  ზელენსკის რეიტინგი ნამდვილად გაიზარდა. ზელენსკის ოპონენტებმაც სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიციები დაიკავეს. დონალდ ტრამპის ამ ძალიან ხისტმა განცხადებებმა ვერ შეარყია შიგნით ეროვნული ერთობა. ევროპის განცხადებები ვნახეთ, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, როგორც ჩანს, იწყება ქმედებები.

გაამართლებს თუ არა ტრამპის მიდგომები, რთულია პროგნოზირება, მაგრამ როგორც ის არტიკულირებს ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს, ეს ამწუთას აზიანებს ამერიკას, მაგრამ ზიანი ვერ მოაქვს იმათთვის, ვისაც ის ურტყამს. თუკი ევროპამ გააცნობიერა ის საფრთხე, რომ ამერიკა ვეღარ იქნება მათი მოკავშირე და ამერიკის იმედად ყოფნა ევროპის უსაფრთხოებას უკვე აღარ შეუძლია, ბუნებრივია, ეს სხვა რეალობას და ალტერნატივას ქმნის.

პრიორიტეტები ამერიკისთვის გადალაგებულია. მის განცხადებებს ახლო აღმოსავლეთშიც კი არ ხვდებიან, რამდენიმე ერთმანეთისგან გამომრიცხავი განცხადებების გამო, ასე რომ, ძალიან არასტაბილურია ამერიკა, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტი და ყველამ იგრძნო, რომ ამერიკა ვეღარავის უსაფრთხოებას ვეღარ უქმნის სტაბილურობის განცდას და ამიტომ, ყველას მეტი ძალისხმევა მოუწევს საკუთარი უსაფრთხოებისათვის”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები