spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ოპოზიცია განწყობებს ვერ შექმნის თუ ამის საფუძველი არ არსებობს

ოპოზიცია განწყობებს ვერ შექმნის თუ  ამის საფუძველი არ არსებობს, –  ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თქმითაც, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს. 

 

ჯეჯელავას თქმით,  კრიტიკული კითხვები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩნდება.  

 

“ოპოზიცია განწყობებს ვერ შექმნის, თუ  ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარების განცხადებები,  რომლებიც აშკარად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.  კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი სურვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამის დასტურად მოყავთ მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას დაკავება და კიდევ სხვა მთელი რიგი არგუმენტები, მაგრამ ვერსად მოვისმინე თუნდაც სხვა ევროპარლამენტარის განცხადებები, რომლებიც მოიწონებენ საქართველოს ხელისუფლების კურსს. 

 

კარგი, ვთქვათ, ვინც აკრიტიკებენ ხელისუფლებას,  „ნაციონალების“ ლობისტები არიან, მაგრამ 10 წლის განმავლობაში ნუთუ ვერ შეძლო ხელისუფლებამ,  რომ ან აშშ-ის კონგრესში, ან ევროპარლამენტში მათი ლობისტებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც ღიად დაუჭერდნენ მხარს? ასეთი ჯერ არ შემხვედრია. ფაქტი ერთია, ვხედავთ და ვისმენთ მათ კრიტიკას,  მაგრამ ვერ ვისმენთ მათ შექებას. 

 

გარდა ამისა, ჩვენს მეგობარ  ქვეყნებს ყავთ საელჩოები, ჩვენ ვნახეთ მათი პოზიციები.  ვთქვათ, რამდენიმე ევროპარლამენტარი და რამდენიმე კონგრესმენი არის ოპოზიციის მხარდამჭერი, მაგრამ ქვეყნები შეიძლება იყვნენ წინა ხელისუფლები ლობისტები? თუ ეს ასე არ არის,  რა პასუხს სცემენ ამ საელჩოების განცხადებებს, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულია და საკმაო კითხვებს და ეჭვებს შეიცავს „ოცნების“ ევროატლანტუკურ კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები