spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – წესით, ეს გზავნილი პუტინს ძალიან კარგად უნდა გაეგო

ბაიდენის დღევანდელი ვიზიტი პოლონეთში არის მნიშვნელოვანი გზავნილი ყველასთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის, –  ამის შესახებ “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.  მისივე თქმით, ეს გზავნილი წესით კკარგად უნდა გაეგო რუსეთის პრეზიდენტს.  

 

“მიმაჩნია, რომ ბაიდენის დღევამდელი ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი ყველასთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ნატოს მზადყოფნის გამოხატულება იმისთვის, რომ პუტინი თუ თავის ტაქტიკას არ შეიცვლის, ნატო მზადაა  მისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად. რასაკვირველია,  ეს ვიზიტი არის უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ამავდროულად ეს არის გზავნილი, რომ ნატო იმოქმედებს ისე, როგორც მოითხოვს სიტუაცია, წესით,  ეს გზავნილი პუტინს ძალიან კარგად უნდა გაეგო“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი  პოლონეთში დღეს ჩავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები