spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ლელო” – წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც ტერორი და დაშინების მცდელობა

პარტია “ლელო” წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

 

“ოპოზიციური მუნიციპალიტეტის მერზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე უსწრაფესად უნდა იქნას დასჯილი.

 

წალენჯიხის ცენტრში, მერის საცხოვრებელი სახლთან, მისი კუთვნილი ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც ტერორი და დაშინების მცდელობა. 

 

ანალოგიური დანაშაულები კიდევ ერთხელ ქმნის დაუცველობის და ქვეყანაში უკონტროლობის განცდას, სრული პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას.

 

ოპოზიციის დაშინების მცდელობა ვერ შეუშლის ხელს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვერ გააჩერებს იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელიც წალენჯიხაში ხორციელდება.

 

“ლელო” კატეგორიულად მოითხოვს გატარდეს ყველა შესაბამისი ქმედება, რათა უმკაცრესად დაისაჯოს ამ ტერორის ორგანიზატორები”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები