spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი წარადგინა.

 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.

 

“ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ საახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში – ანა ბიბილაშვილი. ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პაარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი, ბრძოლა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ამასთან, „ლელომ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა.

 

“მინდა, ასევე წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიული სიის, საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. იგი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარი ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ვიბრძოლებთ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები