spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლენტეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დაზიანებულია გზები და ხიდები. 

 

ლენტეხის მერის ბადი ლიპარტელიანის თქმით, 27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა იყო, რის გამოც ადიდდა რამდენიმე მდინარე. 

 

სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შექმნიათ. 

 

მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად  პარალიზებულია მოძრაობა.

 

ასევე წალეკილია გზა სოფელ დურაშის და საყდარის მიმართულებით. მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო, წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები